პაპუნაშვილთან ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - „ტორპედო“ ცნობას ჯერ არ ადასტურებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მხარდამჭერთა ჯგუფმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, 26 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში” გააგრძელებს.
„ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია და მალე გაოფიციალურდება“, – ამტკიცებს „ჩვენ ვართ ტორპედო“.
ჯერჯერობით, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. როგორც შევიტყვეთ, კონტრაქტის გაფორმებამდე გუნდში ამის შესახებ კომენატარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა. შემდეგ მის კარიერაში იყო ბრემენის „ვერდერი“, სარაგოსას „რეალი“, სანტანდერის „რასინგი“, ხოლო ბოლოს – ლიმასოლის „აპოლონი“.