პაპუნაშვილის ფაქტორი და როლი - ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ ქართველი „რასინგს“ სჭირდება
პაპუნაშვილის ფაქტორი და როლი - ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ ქართველი „რასინგს“ სჭირდება

ესპანურმა გამოცემა „დიარიო ას“-მა (Diario As) სარაგოსას „რეალიდან“ სანტანდერის „რასინგში“ განათხოვრებულ გიორგი პაპუნაშვილს წერილი მიუძღვნა – პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დადებითად დაახასიათა და ამტკიცებს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში პაპუნაშვილს შეუძლია, სანტანდერის „რასინგს“ დაეხმაროს.

„„რასინგის“ მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის ალტრას ქართველი გიოორგი პაპუნაშვილი სჭირდება, რაც საშუალებას მისცემს თავდამსხმელ ალვარო სეხადოს, შეტევა უფრო ხარისხიანი და მწავვე გახადოს. გიორგი პაპუნაშვილი მის ქვეყანაში, საქართველოში, კერპია. ის „სარაგოსაში“ ორი სეზონის წინ ბრწყინავდა. თუმცა, ჯერ სანტანდერში ჯერ კარგად ვერ გაიცნეს, რადგან გუნდს გვიან დაემატა, იანვარში კი დაშავდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება, გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ხოსე ლუის ალტრა უკვე მუშაობს ახალ სათამაშო სქემაზე – დაცვით 5-4-1-ზე და შემტევ 3-4-2-1-ზე. მეორე ტაქტიკაში პაპუნაშვილის როლი მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ექვს კვირაში გუნდს 11 თამაშის ჩატარება მოუწევს. გიორგი ნიჭიერია, ალტრა მემარცხენე ქართველის როლს შეტევების გაძლიერებაში ხედავს“ – წერს „დიარიო ასი“.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობებით, ზაფხულში გიორგი პაპუნაშვილის დამატება ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერს, ათენის „პანათინაიკოსს“ სურს.

დატოვე კომენტარი