პაპუნაშვილის და კოხრეიძის დაბრუნება - „სამტრედია“ უხვგოლიან მატჩში „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT
პაპუნაშვილის და კოხრეიძის დაბრუნება - „სამტრედია“ უხვგოლიან მატჩში „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT

უხვგოლიანი გამოდგა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის დაპირისპირება სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სადაც „სამტრედიისა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 3:3 დასრულდა.


სამტრედია-საბურთალო 3:3


გოლები: 0:1 სილა (4, ლ. ნონიკაშვილის პასით). 1:1 ნაჭყებია (14. ხაიბულაევის პასით). 2:1 ჩამბა (17. ჩიტაიშვილის პასით). 2:2 გ. მამაგეიშვილი (20. ქარდავას პასით). 2:3 გელაშვილი (53. ჯინჯოლავას პასით). 3:3 კილასონია (90. პენალტით)

 

ამ მატჩში მეტოქეთა რიგებში უცხოეთიდან დაბრუნებული ორი მოთამაშე ვიხილეთ – „სამტრედიაში“ სადებიუტო მატჩი გიორგი პაპუნაშვილმა ჩაატარა, ხოლო „საბურთალოში“ – საფრანგეთიდან ჩამოსულმა გიორგი კოხრეიძემ.

თბილისელები მე-4 წუთზე შეიკნე სილამ დააწინაურა, მაგრამ „სამტრედიამ“ ზვიად ნაჭყებიას გოლით მე-14 წუთზე ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო სამ წუთში სირილ ჩამბამ მასპინძლები დააწინაურა. თუმცა მასპინძლებმა ტაიმის მოგება მაინც ვერ მოახერხეს – გიზო მამაგეიშვილმა 24-ე წუთზე „სამტრედიის“ კარი მეორედ აიღო და შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა – 2:2.

მეორე ტაიმიც სანახაობრივი გამოდგა. 57-ე წუთზე „საბურთალო“ კვლავ დაწინაურდა – თავი სტუმართა ცენტრალურმა მცველმა ივა გელაშვილმა გამოიჩინა. 90-ე წუთზე „სამტრედიამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ვარლამ კილასონიამ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.

ხუთი ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 4 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ (6) მე-5 პოზიციას იკავებს.