პაპუნაშვილის „აპოლონმა“ ვერ მოიგო - მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩხუბი აღმოჩნდა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის მეორე ტური ლიმასოლის დერბით დასრულდა – „აპოლონი“ აელ-ს დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
ამ მატჩის მიმართ ქართველი გულშემატკივრის ინტერესს ის განაპირობებდა, რომ ორივე გუნდი საჩემპიონო ბრძოლაში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისის“ კონკურენტია, ხოლო „აპოლონში“ გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს.
„სარაგოსადან“ კვიპროსში გადასულ საქართველოს ნაკრების შემტევს ახალ გუნდში ჯერ ადგილის დამკვიდრება სჭირდება. ტრავმების გამო ფორმაში შესასვლელად პაპუნაშვილს დრო სჭირდება, მას კი ლიმასოლის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ამჯერადაც მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, მაგრამ გიორგიმ და „აპოლონმა“ აეკ-ის კარის აღება ვერ მოახერხეს და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა 0:0.
მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ არა სანახაობრივი. ყველაზე საინტერესო ამბები სათადარიგოთა სკამის წინ 74-ე წუთზე მოხდა, როდესაც ვალენტინ რობერსი (აპოლონი) ეილერ სილვას (აელ) დაუპირისპირდა. მაგრამ მატჩის მსაჯმა ლუკას სოტირიუმ ორივე გუნდის მოთამაშე ყვითელი ბარათით დასჯა.
28 ტურის შემდეგ გათამაშებას ნიქოზიას „ომონია“ 60 ქულით ლიდერობს, მას აელ-ი ქულით ჩამორჩება, მესამეზე „აპოლონია“ (56), ხოლო მეოთხეზე – ქეცბაიას „ანორთოსისი“ (53).