-90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. გიორგი პაპუნაშვილმა მეოთხედფინალში პოლონელი მეტოქე პიოტრ კუჩერა დაამარცხა და შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს დაუპირისპირდება, მეორე წყვილში კი ერთმანეთს ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და ბრაზილიელი რაფაელ მასედო შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ წონით კატეგორიაში პაპუნაშვილი ერთადერთი ქართველია, რომელიც მედლისთის ბრძოლას აგრძელებს.