პაპინაშვილი ნახევარფინალშია, ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადაერთო
პაპინაშვილი ნახევარფინალშია, ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადაერთო

მიმდინარე პარიზის გრანდ სლემზე ამირან პაპინაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო. მეოთხედფინალში მან მასპინძელი რიშარ ვერნიე დაამარცხა. პაპინაშვილი თავიდანვე ვაზარით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ გათანაბრება შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე 36 წამით ადრე კი ამირანმა კიდევე ერთი გდება შეასრულა. არბიტრმა ჯერ ვიდეო რეფერის მიმართა, რის შემდეგაც იპონი დააფიქსირა. -60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, პაპინაშვილი იაპონელ ტორუშიშიმეს შეხვდება.

ამავე წონაში, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. მას მერვედფინალში ოქროს ქულით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ასევე დამატებითი დრო დასჭირდა ბრაზილიელ ფელიპე მოურასთან. ძირითად დროში ძიუდოისტებმა ორ-ორი გაფრთხილება მიიღეს. დამატებითში კიდევ სამი წუთი იყო გასული როცა ჩხვიმიანს მსაჯმა კიდევ ერთი შიდო მისცა რაც ავტომატურად მეტოქის გამარჯვებას ნიშნავდა.

ამ მარცხის შემდეგ ლუხუმი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. რეპეშაჟის ნახევარფინალში იგი ფრანგ სედრიკ რევოს შეხვდება.

შეგახსენებთ რომ ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ლაშა შავდათუაშვილიც (-73), ვაჟა მარგველაშვილი (-60) კი ტურნირს გამოეთიშა.