ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს მედლისთის ბრძოლას განაგრძობენ. ნახევარფინალში პაპინაშვილი რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ მონგუშს შეხვდება, რომელმაც ბოლო ბრძოლაში ქართველი ლაშა ჩადუნელი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, ჩხვიმიანი თემურ ნოზაძესა და აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადეს შორის გამარჯვებულს ელოდება, მარგველაშვილს კი ნახევარფინალში ლაშა გიუნაშვილსა და ფრანგ დანიელ ჟანს შორის გამარჯვებული შეხვდება. რაც შეეხება ჩადუნელს, მას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს და ამისათვის ჯერ ჰოლანდიელ თორნიკე ცაკადოიეს უნდა მოუგოს, შემდეგ კი კიდევ ერთ ბრძოლაში გამოვიდეს გამარჯვებული.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.