პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მეოთხედფინალში არიან
პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მეოთხედფინალში არიან

პარიზის დიდ სლემზე დღეს გამოსული ქართველი ძიუდოისტებიდან სამი მედლებისკენ სვლას აგრძელებს. -60 კილოგრამ წონითი კატეგორიის მერვედფინალში, ამირან პაპინაშვილს გამარჯვებისთვის 40 წამი დასჭირდა. პაპინაშვილმა, რომლისთვისაც ეს მეცხრე პარიზული გრანდსლემია, გერმანელ მორიც პფლაფკს გდება ნახევარ წუთში შეუსრულა, იქვე შებოჭვაც გააგრძელა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში წონის პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი მასპინძელ რიშარ ვერნიეს შეხვდება.

თავისი შეხვედრა მოიგო ამავე წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანმაც. მან ესპანელ ხოაკინ გომისს დამატებით დროში მოუგო. შეხვედრის ძირითადი 4 წუთი მხოლოდ გაფრთხილებები იყო. დამატებითში კი ჩხვიმიანმა მეტოქეს ოქროს ქულა აუღო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეოთხედფინალში ლუხუმის მეტოქე ბრაზილიელი ფილიპე პელიმი იქნება.

შეგახსენებთ რომ ტურნირს უკვე გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი (-66). ლაშა შავდათუაშვილი (-73) კი მერვედფინალშია.