პაოლო მალდინის ვაჟმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გამარჯვების გოლი #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში „კალიარიმ“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „უდინეზე“. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ნახევარმცველმა დანიელ მალდინიმ გაიტანა.
პაოლო მალდინის 24 წლის ვაჟმა ზედიზედ მესამე მატჩში შეაგდო გამარჯვების გოლი. მანამდე მან თავი გამოიჩინა „ატალანტასა“ (2:1) და „ლეჩეს“ (1:0) წინააღმდეგ თამაშებში.
უმცროსი მალდინი „მილანის“ აღზრდილია. ფეხბურთელი „ატალანტას“ ეკუთვნის და ბერგამოში სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდება, როცა ამოიწურება „კალიარიში“ იჯარის ვადა.
„უდინეზესთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე, დანიელ მალდინი იტალიის ნაკრებში გამოიძახეს.