პაოლო მალდინის შვილი დანიელ მალდინი მილანის „ინტერს“ დაუკავშირეს #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილი დანიელ მალდინი, შესაძლოა, „მონცადან“ „ინტერში“ გადავიდეს.
„მონცასთან“ ერთად მალდინიმ სეზონი კარგად დაიწყო და ოქტომბრის მატჩებისთვის ლუჩანო სპალეტიმ ის იტალიის ეროვნულ გუნდშიც მიიწვია.
„ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო სერია A-ს გასულ ტურში „მონცასა“ და „რომას“ შეხვედრას დაესწრო სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელზე დაკვირვების მიზნით.
22 წლის დანიელე მალდინი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია.