პაოლო მალდინი იტალიაში წლის მენეჯერი გახდა #1TVSPORT
პაოლო მალდინი იტალიაში წლის მენეჯერი გახდა #1TVSPORT

„მილანის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი იტალიის სერია A-ში წლის მენეჯერად დასახელდა.

ლეგენდარული ფეხბურთელი დაეხმარა კლუბს სიტუაციის გამოსწორებაში როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მან ააღორძინა „მილანი“, რომელიც ფინანსურ წაგებაში იყო და სუსტ შედეგებს აჩვენებდა.

„მალდინი წერდა „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ისტორიას, რის შემდეგაც შესანიშნავ მმართველად წარმოაჩინა თავი. ტექნიკური დირექტორის პოსტზე მან შეძლო შეესაბამებინა ბრწყინვალე სპორტული შედეგები გონივრულ და ხანგრძლივ ეკონომიკურ განვითარებასთან. მალდინი გახდა ფუნდამენტალური ფიგურა „მილანის“ აღორძინებისთვის და მისი ისტორიის დაწერისთვის“, – წერია იმ კომიტეტის განცხადებაში, რომელმაც 53 წლის იტალიელს პრემია მიანიჭა.

პაოლო მალდინი ოფიციალურად „მილანში“ 2018 წლის 5 აგვისტოს დაბრუნდა. ის დაინიშნა კლუბის სტრატეგიული განვითარების დირექტორად და პასუხისმგებელი იყო „მილანის“ სატრანსფერო მოღვაწეობაზე.

2019 წლის ზაფხულში, ლეონარდოს „პარი სენ-ჟერმენში“ წასვლის შემდეგ, მალდინი კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდა.

აღვნიშნავთ, რომ მალდინის ხელმძღვანელობისას „მილანი“ ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.