იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ „სქაი სპორტსთან“ ტურინის „ იუვენტუსის“ ნახევარმცველებზე ისაუბრა. მისი აზრით, იტალიურ გრანდს ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც ტურინელთა დონეს აკმაყოფილებს.
„ტურინელების ნახევარდაცვაში რემზი ერთადერთია, რომელსაც შედეგი მოაქვს. ასე იყო „ლიონთან“ შეხვედრაშიც, როდეაც, მიუხედავად კლუბის მიერ ჩატარებული ცუდი შეხვედრისა, მას ორი შანსი მაინც ჰქონდა. „იუვენტუსს“ შუა ხაზში იდეების ნაკლებობა აქვს, რაბიოსთან შედარებით რემზი ფენომენი არ არის, მაგრამ კარგი ფეხბურთელია“, – ამბობს დი კანიო და ამატებს, რომ ფრანგს იტალიური გუნდის შემადგენლობაში 23 შეხვედრაში არათუ არც ერთი გოლი არ გაუტანია, კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამს.
„მე ნახევარდაცვიდან ნამდვილად გავიტანდი“ – დაასრულა იტალიელმა თავდამსხმელმა.