პაოლო ბარგიჯიას ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუ შეცვლის #1TVSPORT
პაოლო ბარგიჯიას ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუ შეცვლის #1TVSPORT

რომელუ ლუკაკუ „ნაპოლიში“ ითამაშებს, ბელგიელი თავდამსხმელი ნეაპოლში სახლს ეძებს, – ამის შესახებ ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი პაოლო ბარგიჯია თავის X-ის გვერდზე წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ „ჩელსის“ ლუკაკუს სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 40 მილიონ ევროს გადაუხდის. ფეხბურთელის დამატება გუნდის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა იყო.

გასულ სეზონში ლუკაკუ იჯარით „რომაში“ თამაშობდა. ბელგიელს კარიერაში საუკეთესო პერიოდი „ინტერში“ ჰქონდა, სადაც სწორედ კონტე წვრთნიდა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ მზადაა, ვიქტორ ოსიმენი გაუშვას. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა.