„ორლანდო მეჯიქის“ ფორვარდი პაოლო ბანკერო 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა გახდა. NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მან გამოკითხვაში 100-დან 98 პირველი ადგილი აიღო და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ჯეილენ უილიამსსა („ოკლაჰომა“) და უოკერ კესლერს („იუტა“).
ბანკერო 2022 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. ის საუკეთესო იყო შედეგიანობით დებიუტანტებს შორის (20.0 ქულა მატჩში) და მეექვსე ახალბედა გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, ვინც საშუალოდ, მინიმუმ, 20 ქულას, 6 მოხსნასა (6.9) და 3.0 შედეგიან გადაცემას (3.7) აგროვებდა. ფორვარდი რეგულარულის მსვლელობისას ოთხჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე.
ბანკერო შაკილ ო’ნილისა და მაიკ მილერის შემდეგ „ორლანდოს“ მესამე მოთამაშეა, ვინც ეს პრიზი დაიმსახურა.