პანდევს და ჩრდილოეთ მაკედონიელთა ლიდერებს კორონავირუსზე შეამოწმებენ
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალურ შეხვედრაში 26 მარტს, სკოპიეში კოსოვოს უმასპინძლებს.
გუნდში იტალიიდან სამი მოთამაშე გამოიძახეს და სამივე გუნდის ლიდერია – „ჯენოადან“ ვეტერანი გორან პანდევი, „უდინეზედან“ ილია ნესტოროვსკიმ და „ნაპოლიდან“ – ელიფ ელმასი.
სამშობლოში ჩაფრენისას, საზღვრის გადაკვეთამდე სამივე კორონავირუსზე შემოწმებას გაივლის. ეს ჩრდილოთ მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრმა ვენკო ფილიპსემ განაცხადა.
„წესი ყველასთვის ერთია და შემოწმება მათაც უნდა გაიარონ. თუნდაც მცირე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე იზოლირებული იქნება. ცხადია, ფეხბურთელებსაც ისე მივუდგებით, როგორც იტალიიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს” – განაცხადა მინისტრმა.
კორონავირუსის გამო იტალიაში საფეხბურთო მატჩები გადაიდო ან გუნდები ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშობენ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის მატჩის გაუქმების შესახებ ჯერჯერობით, არარანირი წინაპირობა არ არსებობს.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის გამარჯვებული 31 მარტს საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებაში მოგებულს ესტუმრება, ფინალის გამარჯვებული კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.