პლეი ოფის პირველი მატჩი გამართეს “პანათინაიკოსმა” და მადრიდის “რეალმა”. ბევრისთვის მოულოდნელად ბერძნულმა გრანდმა “ევროლიგის” ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს შანსი არ დაუტოვა და 28 ქულის სხვაობით 95-67 სძლია.
პირეოსულ გუნდში ბრწყინვალე მატჩი გამართა ნიკ კალატესმა (11 ქულა, 16 მოხსნა, 6 პასი). 24 ქულით ყველაზე შედეგიანი კი მაიკ ჯეიმსი გამოდგა. მადრიდელთა შორის ყველაზე მეტი 12 ქულა ტომპკინსის ანგარიშზეა. ლუკა დონჩიჩი 10 ქულას დასჯერდა.
მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის კვლავ ათენში 19 აპრილს შედგება.