„პანათინაიკოსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „ბარსელონასთან“
„პანათინაიკოსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „ბარსელონასთან“

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, მე-17-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური დაპირისპირება ათენში შედგა, სადაც „პანათინაიკოსმა“ საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, „ბარსელონა მიიღო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა მატჩის მეორე ნახევარში უპირატესობა მოიპოვეს.

ნიკ კალატესის და ჯეიმს გისტის, შესანიშნავი თამაშის წყალობით, „პაომ“ 84-75 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილი შეინარჩუნა. კალატესის ანგარიშზე, ორმაგი დუბლია. ბერძნული გუნდის გამთამაშებელმა, 17 ქულა, 12 პასი, 5 ჩაჭრა და 4 მოხსნა გააკეთა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 31 ჰქონდა. გისტის ანარიშზე, 17 ქულა და 6 მოხსნაა. ბარსელონას, ტომას ერტელმა ულიდერა 18 ქულით

„პანათინაიკოსი“ მიმდინარე ტურნირზე მორიგ შეხვედრას, 17 იანვარს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. გუშინ გამართული, დარჩენილი სამი მატჩი ასე დასრულდა:

„მაკაბი“-„ბროზე“ 90-88
„ოლიმპია“-„ცსკა“ 81-107
„ვალენსია“-„ფენერბახჩე“ 67-80

დღეს, მე-17-ე ტურის კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ მოედანზე, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ მიიღებს, ხოლო გიორგი შერმადინის „უნიკახა“ კაუნასში, „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.