პალერმოს საჩოგბურთო ტურნირის ერთი მონაწილე კორონავირუსით არის ინფიცირებული
პალერმოს საჩოგბურთო ტურნირის ერთი მონაწილე კორონავირუსით არის ინფიცირებული

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველი საჩოგბურთო ტურნირი 3 აგვისტოს, იტალიის ქალაქ პალერმოში უნდა დაიწყოს, თუმცა, მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ორგანიზატორებმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადეს, რომ ტურნირის ერთ-ერთი მონაწილის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩოგბურთელი, რომლის ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მოიხსნა ტურნირიდან. სანამ ტესტირების შედეგები გახდებოდა ცნობილი, ყველა ჩოგბურთელი საკუთარ სასტუმრო ნომრებში იმყოფებოდა.

ინფიცირებული ჩოგბურთელის გვარი ორგანიზატრებს არ გამოუცხადებიათ, თუმცა, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს არის 25 წლის ბულგარელი ვიქტორია ტომოვა.