პაკო ალკასერის დუბლი ესპანეთს უელსის განადგურებაში დაეხმარა [ვიდეო]
ესპანეთის ნაკრებმა, მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს მისვლის შემდეგ, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო: ინგლისისა (2:1) და ხორვატიის (6:0) დამარცხების შემდეგ, ესპანელებმა უელსი გაანადგურეს 4:1. შეხვედრა ინგლისში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა.
ბრწყინვალე ფორმაშია „დორტმუნდის“ ფორვარდი – პაკო ალკასერი. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა დუბლი შეასრულა,
კიდევ ორი გოლი უელსის კარში მცველებმა – სერხიო რამოსმა და მარკ ბარტრამ გაიტანეს. გარეტ ბეილის გარეშე მოთამაშე უელსმა 89-ე წუთზე სემ ვოუკსის გოლით ერთი ბურთი გაქვითა.
ესპანეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
დე ხეა (არისაბალაგა, 46), სერხიო რამოსი (ბარტრა, 46), ალბიოლი, ასპილიკუეტა (კასტრო, 63), ხოსე გაია, საულ ნიგესი (კოკე, 46), სებალიოსი, მორატა, ერნანდესი, პაკო ალკასერი (ასპასი, 73), სუსო (როდრიგო, 81).