პაკიაო 20 ივლისს თურმანთან იჩხუბებს
პაკიაო 20 ივლისს თურმანთან იჩხუბებს

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ (61-7-2, 39 KO) ახალი ბრძოლა დანიშნა. ნახევრადსაშუალო წონაში WBA Regular-ის ტიტულის მფლობელი შეხვდება ამერიკელ კიტ თურმანს (29-0, 22 KO), რომელიც ამავე წონაში WBA Super-ის ვერსიით არის ჩემპიონი.

ეს ინფორმაცია ცნობილმა საკრივო ინსაიდერმა მაიკ კოპინჯერმა გაავრცელა. როგორც ირკვევა, საჩემპიონო ორთაბრძოლა პაკიაოსა და თურმანს შორის 20 ივლისს, ლას ვეგასის MGM Grand-ში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ბრძოლის ტრანსლიაციას უზრუნველყოფს ტელეარხი FOX.