პაატა მანჯგალაძე - ვფიქრობ, ზელენსკი საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს და კონსულტაციებიდან დააბრუნებს ელჩს, რადგან ეს სჭირდება ხალხთაშორის ურთიერთობას
პაატა მანჯგალაძე - ვფიქრობ, ზელენსკი საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს და კონსულტაციებიდან დააბრუნებს ელჩს, რადგან ეს სჭირდება ხალხთაშორის ურთიერთობას

ვფიქრობ, ზელენსკი საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს და კონსულტაციებიდან დააბრუნებს ელჩს, რადგან ეს სჭირდება ხალხთაშორის ურთიერთობას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს, გაითვალისწინებს იმას, რომ საქართველო ერთიანია უკრაინასთან დაკავშირებით. რადგან ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინელები უკრაინაში იცავენ, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყანას ძალიან სჭირდება ერთმანეთი, პრეზიდენტი ზელენსკი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას და კონსულტაციებიდან დააბრუნებს ელჩს საქართველოში, რადგან ეს სჭირდება ხალხთაშორის არსებულ ურთიერთობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. ამჟამად უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება და დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.