პაატა მანჯგალაძე - ჩემთვის მისაღებია მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ხელისუფლების ცვლილებების სცენარი
პაატა მანჯგალაძე - ჩემთვის მისაღებია მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ხელისუფლების ცვლილებების სცენარი

ჩემთვის მისაღებია მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ხელისუფლების ცვლილებების სცენარი, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით“.

„რაც შეეხება აჯანყების მოწოდებას, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეც. მე მაინც კონსტიტუციურად ხელისუფლებების ცვლილების მომხრე ადამიანად ვრჩები იმ ეტაპამდე, ვიდრე არჩევნებს და ბრძოლას აზრი აქვს.

არა, ჩემთვის მისაღებია მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ხელისუფლების ცვლილებების სცენარი, რადგან ეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი