ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 14 მაისს მეთერთმეტე ნომრად იმღერებს
ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 14 მაისს მეთერთმეტე ნომრად იმღერებს

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე ქვეყნების რიგითობა ცნობილია. Eurovision.tv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე კონკურსის პირველ ნახევარფინალურ ტურში, 14 მაისს, მე-11 ნომრად იმღერებს.

ასევე, ცნობილია იმ 34 ქვეყნის რიგითობა, რომელიც შოუს ნახევარფინალურ ტურებში მიიღებს მონაწილეობას.

„რიგითობა კონკურსის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს. ისინი აკეთებენ შოუს და მიზანი ყველაზე საინტერესო სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის შექმნაა“, – წერს Eurovision.tv.