ოთხიდან ოთხივე ქართველი ნახევარფინალშია
ოთხიდან ოთხივე ქართველი ნახევარფინალშია

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდის და ოთხივე ნახევარფინალში იასპარეზებს.

ორივე მძიმეწონოსანი რუს მეტოქესთან იჭიდავებს. გურამ თუშიშვილი ინალ ტასოევს, ხოლო ლევან მატიაშვილი ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გასასვლელად ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი სერბ ან თურქ ძიუდოისტს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.