ოთხი წითელი ქართველების კვიპროსულ დაპირისპირებაში - ქეცბაიას „ანორთოსისი“ თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ოთხი წითელი ქართველების კვიპროსულ დაპირისპირებაში - ქეცბაიას „ანორთოსისი“ თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ხშირად ვერ შეხვდებით ისეთ ფაქტს, რაც კვიპროსის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მოხდა – თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმანიქოზიას „აპოელი“ 1:0 დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა, მატჩი კი იმდენად დაძახული და უხეში გამოდგა, მთავარმა არბიტრმა ოთხი მოთამაშე გააძევა.

ქართველი მწვრთნელის გუნდმა პირველი მატჩი 2:1 წააგო და მოედანზე მოსაგებად გავიდა. ორივე გუნდში ოთხი ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ მოედანზე მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო – 29 წლის ქართველი შემტევი მინდორზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. მისი თანაგუნდელები, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი კი ტრავმირებულები არიან.

რაც შეეხება გიორგი ლორიას, საქართველოს ნაკრების მეკარე „ანორთოსისის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. თემურ ქეცბაია ლორიას ჩემპიონატის მატჩებში ათამაშებს, ხოლო თასზე – მის ებრაელ კონკურენტ ასაფ ცურის, რომელმაც პირველ ტაიმში ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც „ანორთოსისს“ კინაღამ ძვირად დაუჯდა.

შეხვედრა უმძიმესი საყურებელი გამოდგა – მატჩი გულშემატკივარს არა „ანორთოსისის“ გამარჯვებით, არამედ მსაჯის უპრეცედენტო გადაწყვტილებებით დაამახსოვრდება. მან „აპოელის“ ფეხბურთელებს ოთხი წითელი ბარათი აჩვენა და ოქრიაშვილის გუნდმა თამაში შვიდი მოთამაშით დაასრულა. მე-7 წუთზე ლეო ნატელი გააძევა, 43-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარატი დანილსო აუფრიალა, 68-ე წუთზე ანალოგიური მიზეზით ვინიციუსი გააძევა, ხოლო 73-ეზე – ლუკას სოუზა.

ანორთოსისმა“ რიცხობრივი უპირატესობით პირველ ტაიმში ისარგებლა – ანგარიში 43-ე წუთზე არმ ვარდამ თავით ზუსტად დაარტყა და ფამაგუსტელებს გამარჯვება მოუტანა – 1:0. რადგან კვიპროსის თასზე გასვლითი გოლის უპირატესობის წესი დღემდე მოქმედებს, ნახევარფინალში „ანორთოსისი“ გავიდა.

ემოციები მატჩის დასრულების შემდეგაც არ დამცხრალა. მოედანზე „აპოელის“ პრეზიდენტი პროდრომოს პეტრიდისი შევიდა, რათა მომხდარზე პასუხი მოეთხოვა მსაჯ ნიკოლას ნეოკლეუსისგან, მაგრამ სამართალდამცველებმა შეაჩერეს.