საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 25 მაისიდან შეკრებას იწყებს. გიორგი მიქაძის გუნდს ამ პერიოდში უჩეულოდ ბევრ, 4 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.
ქართველი 18-წლამდელები ჯერ თურქეთს ესტუმრებიან და მასპინძელთა ნაკრებს ერზურუმში 29 მაისს შეხვდებიან, ხოლო 1 ივნისს იქვე – მაკედონიას. ამის შემდეგ ნაკრები სოფიაში გადაინაცვლებს და 5-7 ივნისს ბულგარეთთან ორჯერ ითამაშებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საკონტროლო მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია:
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი (ორივე – დინამო თბ);
მცველები: ნიკოლოზ გაბელაია, არჩილ ბასარია, ფირუზ გაბიტაშვილი (სამივე – დინამო თბ), ცოტნე კაპანაძე, გიორგი ჯინჯოლავა (ორივე – საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია, თამაზ ბაბუნაძე (ორივე – დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), გიორგი ივანიაძე (შუქურა), ლუკა ჯანაშია (ლოკომოტივი), ზვიად გოგია (შევარდენი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია);
თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, ლევან გრძელიძე (ორივე – ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), თემურ გაბუნია (დინამო თბ).