ოთხი ქართველი C ჯგუფის სიმბოლურში - მამარდაშვილი ტურნირის რჩეულებშია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდშია – საქართველოს ნაკრების მეკარე რჩეულებში Sofascore-მა დაასახელა.
საერთაშორისო ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა ერთა ლიგის C4 ჯგუფის მე-5 ტურში 21 წლის ქართველი მეკარის თამაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ათბალიან სისტემაში 8,6 ქულით შეაფასა. ეს ერთა ლიგის ყველა დივიზონში გამართულ შეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელია.
ერთდროულად ოთხი ქართველი მოთამაშეა whoscored-ის მიერ დასახელებულ C4 ჯგუფის სიმბოლურ გუნდში. ვებგვერდმა რჩეულ 11-ში შეიყვანა გიორგი მამარდაშვილი (8.0), საბა კვირკველია (7,4), გიორგი აბურჯანია (7,8) და ბუდუ ზივზივაძე (7,7).