საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა. ტურნირზე ჩვენი ნაკრების სახელით ათი სპორტსმენი გამოვიდა, საიდანაც – ბექა ლომთაძემ (61 კგ.), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.), ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო დავით ტლაშაძე (74კგ) და გივი მაჭარაშვილი (97კგ) ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
ჩვენს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ), ბექა ბუჭიაშვილმა (57 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოუპოვეს. ტურნირზე უმედლოდ მხოლოდ დავით მარსაგიშვილი დარჩა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
ხვალ, 17 იანვარს კი ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გავლენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13.30 საათზე დაიწყება.