სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში გაგრძელდა ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. გაიმართა მერვე ტურის პარტიები და სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ლიდერმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით წააგო ლიდერთან, რუს ვალენტინა გუნინასთან, რითაც ძალიან გაირთულა საქმე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
საერთო ჯამში, მერვე ტური ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარმატებული იყო – ოთხი მოგება, ორი ყაიმი და ერთი წაგება.
ნანა ძაგნიძე (3) – ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 0-1
ნინო ბაციაშვილი (2) – ადელა ვეკიჩი (სერბეთი) 1-0
ბელა ხოტენაშვილი (7) – ელენა კოსმა (რუმინეთი) 1-0
ლელა ჯავახიშვილი (15) – ანიტა გარა (უნგრეთი) 1-0
ქუბრა ოზთურქი (თურქეთი) – სალომე მელია (28) 0.5-0.5
ელენა ტომილოვა (რუსეთი) – მერი არაბიძე (34) 0.5-0.5
მირანდა მიქაძე (97) – ჟუჟანა ციბიცკოვა (სლოვკნია) 1-0
რვა ტურის შემდეგ, ძაგნიძეს ისევ 5.5 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი ლიდერს 1.5 ქულით ჩამორჩება. ასევე 5.5 ქულით მე-17 ადგილზეა ჯავახიშვილი. 5-5 ქულა აქვთ – ხოტენაშვილს (23-ე ადგილი), არაბიძესა (29-ე) და ბაციაშვილს (31-ე). 4.5-4.5 ქულით 41-ე და 57-ე ადგილებზე იმყოფებიან მელია და მიქაძე.