ოთხი მიზეზი, რატომ აღარ არის კვარაცხელია შარშანდელივით ეფექტური [ვიდეო] #1TVSPORT

ნებისმიერ ქვეყანაში ნიჭიერი მოთამაშის კრიზისის დროს გვერდში უდგებიან და ამხნევებენ. ასე მოიქცა გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში ბელგიური მედია, ხოლო ესპანურმა მედიამ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნას „სასარგებლო კრიზისი“ უწოდა და ახალგაზრდა ქართველს წარმატებები უსურვა.

რუსულ გამოცემა LiveResult-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ლაპარაკია – იმაზეც, რომ კვარაცხელიას რეალურად იწვევდნენ, მაგრამ ყაზანის „რუბინმა“ გადამეტებული სატრანსფერო ფასით ევროპაში გადასვლის საშუალება არ მისცა. ანუ მოხდა ის, რისიც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ეშინოდა.

როგორ იმოქმედა ქართველზე არშემდგარმა ტრანსფერმა

„გასულ სეზონში ქართველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელად ჩაეთვალათ. მისი მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ ქართველი ახალი სეზონის პირველ მესამედში არადამაჯერებლად გამოიყურება. მოგითხრობთ იმ მიზეზებზე, რომლებიც ხვიჩას მაღალი დონის ჩვენებაში ხელს უშლის.

კვარაცხელია მიმდინარე სეზონის მატჩებში დამაჯერებლად არ გამოიყურება. მაგალითად, მე-9 ტურში მოსკოვში „დინამოს“ მოთამაშე ვარელა ფლანგზე იოლად გაუსწორდა – უფრო მეტიც, „დინამოს“ მცველმა შეტევაში ბევრად უფრო სასარგებლოდ ითამაშა, ვიდრე კვარაცხელიამ. ქართველბი დრიბლინგზე წარუმატებლად მიდიოდა, ბურთის კარგავდა და ალოგიკურ პასებს აკეთებდა. თუ გასულ სეზონში მისი დრიბლინგების 46% წარმატებული იყო, ახლა ეს ეფექტურობა 32%-მდე დაეცა.

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხვიჩაზე გავლენა მოახდინა, იყო აგვისტოს შუა რიცხვებში მიღებული ტრავმა, რის გამოც ფეხბურთელმა რამდენიმე კვირა გამოტოვა. „რუბინის“ ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ოლეგ ვერეტენიკოვმა თქვა, რომ ტრავმის შემდეგ კვარაცხელიას ფორმა ჯერ კიდევ არ აღუდგენია, მაგრამ ქართველი არც მანამდე იყო შთამბეჭდავი. პოლონურ „რაკუვასთან“ ევროტურნირების ორი მატჩის გათვალისწინებით, ხვიჩას 9 მატჩში ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა.

ჩავარდნის მთავარი მიზეზი სხვაგან იმალება. შესაძლოა, ხვიჩაზე ჩაშლილმა ტრანსფერმა იმოქმედა. ქართველი ოცნებობდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში უმაღლესი დონის ჩემპიონატში გადასვლაზე და ამას „რუბინიც“ არ ეწინააღმდეგებოდა. კვარაცხელია იმედგაცრუებულია იმით, რომ დარჩა ყაზანში, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობს. ის იყო ბუნდესლიგაში, პრემიერ ლიგაში ან სერია A-ში გადასვლის ზღვარზე, მაგრამ რუსეთში დარჩენა მოუხდა. ფეხბურთელს ესმის, რომ შემდგომი განვითარებისთვის მას სჭირდება ძლიერი ჩემპიონატი, რადგან მან „რუბინის“ დონე გადალახა.

შემდეგი მიზეზი, რის გამოც ხვიჩას თამაში გართულდა , არის ის, რომ რუსეთში ფეხბურთელებმა მისი სათამაშო სტილი შეისწავლეს და დაცვას უკეთესად ახერხებენ. მატჩების დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბები ყურადღებას ამახვილებენ ქართველზე და ადგენენ კონტრშეტევის გეგმებს. კვარაცხელიამ ჯერ ახალი ვერაფერი მოიფიქრა. ანუ გუნდები გონიერი მცველებით ბევრად უკეთ თამაშობენ „რუბინის“ ყველაზე საშიში ფეხბურთელის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩას რუსეთის ტოპ-კლუბებთან გოლი არ გაუტანია. მისი ბოლო გოლები „ურალთან“, „როტორთან“, „სოჭთან“, „ახმატთან“, „არსენალთან“ და „უფასთან“ გავიდა.

ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ „რუბინი“ გეგმავდა კვარაცხელიაში აეღო 20 მილიონი ევრო – პლუს, ბონუსები. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველის ფასი გადაჭარბებულია და ჯერ ამხელა ფულად არ ღირს. იმისათვის, რომ ვინმემ 20 მილიონი გადაიხადოს, უფრო სტაბილურად და ეფექტურად უნდა ითამაშოს. გულშემატკივარი ელის, რომ კვარაცხელია „რუბინისთვის“ წარუმატებელი მატჩების მიმდინარეობას შეცვლის, მაგრამ სასწაული არ ხდება.

ასე რომ, ხვიჩას ნაკლებად ეფექტური თამაში შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორით:

1. ევროპაში წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ საკუთარი ძალებისადმი რწმენის შემცირებით.

2. ტრავმის შემდეგ ცუდი ფიზიკური მდგომარეობით.

3. მოწინააღმდეგე გუნდების სამწვრთნელო შტაბის მომზადებით ქართველების წინააღმდეგ პერსონალური თამაშისთვი.

4. ბანალური მოუმზადებლობა იმისთვის, რომ დიდი ვარსკვლავი გახდეს. კვარაცხელია ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ სხვაობის ვერ აჩვენებს, განსაკუთრებით ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია დაუპირისპიროს მხოლოდ ერთი იარაღი – კარგი თამაში, რასაც იმედია მალე ვიხილავთ.