ოთხი გოლი თელავში - ქუთაისის „ტორპედომ“ შთამბეჭდავად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 13 ტური თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრით გაიხსნა – ერთმანეთს ლიგის აუტსაიდერები, „თელავი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ და მოულოდნელად, სტუმრებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
შეხვედრა „თელავის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ქუთაისელებმა კონტრშეტევაზე კარგად ითამაშეს და პირველივე ნახევარში ორბურთიან უპირატესობას მიაღწიეს. დიმიტრი რეკიშის შესრულებული კუთხურის შემდეგ ლუკა ქაფიანიძემ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიში ირაკლი ძარიამ გახსნა. 41-ე წუთზე კი ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტება ბელარუსმა ლეგიონერმა დიმიტრი რეკიშმა დააგვირგვინა 0:2.
ქუთაისელებმა მეორე ტაიმიც მაღალ დონეზე ჩაატარეს და მესამე გოლიც გაიტანეს. ოთარ კვერნაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოსკენ წაიღო და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა 3:0. მეოთხედ კი მასპინძლეთა კარი ალიკო ჩაკვეტაძემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.
13 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 10 ქულა დააგროვა და „თელავსაც“ (8 ქულა) გადაასწრო. „სამტრედიასაც“ (9 ქულა) და ერთბაშად ორი საფეხურით, მე-8 ადგილზე აინაცვლა.
„თელავი“ – „ტორპედო“ 0:4
11.05. 2021. თელავი. „კავკასიონი არენა“
გოლები: 0:1 ძარია (27. ქაფიანიძის პასით), 0:2 რეჯიში (41. კვერნაძის პასით), 0:3 კვერნაძე (60), 0:4 ალიკო ჩაკვეტაძე (88)
„თელავი“: თანდილაშვილი – ძოწენიძე (75. ხაბულიანი), ბერიაშვილი, ფაცაცია (46. ციცქიშვილი) – მარაქველიძე, ჯანელიძე, ბაიბალაევი (63. მ. ჯიქია), შერგელაშვილი – ინჯგია (75. აშორტია), შეყილაძე (63. ლ. კოხრეიძე), არდაზიშვილი
„ტორპედო“: ჰამზიჩი – ინკუმი, მირცხულავა, ქაფიანიძე, ნადარაია – ბუკასი (69. ტაბატაძე), მამასახლისი, ძარია (71. ჩაკვეტაძე), ჩალაძე – რეკიში (69. ზიდანი), კვერნაძე (61. ჩარგეიშვილი)
მუროდჟონ ტუიჩიბაევი, ჩაკვეტაძე, უგრეხელიძე
მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი
გაფრთხილება: მარაქველიძე (70)