ოთხი გოლი სამ მატჩში - გულიაშვილი შეუჩერებელია #1TVSPORT
ოთხი გოლი სამ მატჩში - გულიაშვილი შეუჩერებელია #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში გოლი ისევ გაიტანა და „სარაევოს“ „გოსკ გაბელას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

23 წლის თავდამსხმელი „სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო მე-3 ტურის შეხვედრაში და შეუცვლელად ითამაშა. „სარაევომ“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველივე ტაიმში „გოსკ გაბელას“ კარი ორჯერ აიღო. 41-ე წუთზე ანგარიში რენან ოლივეირამ გახსნა, ხოლო 45+3-ეზე თავი გულიაშვილმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა ჩატაკოვიჩმა (69) გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ორ წუთში სტუმართა ფეხბურთელმა, იკიჩმა დააფიქსირა და 3 ტურის შემდეგ „სარაევო“ უდანაკარგოდ (9 ქულა) პირველ ადგილზეა.

გიორგი გულიაშვილი ბოსნიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო სეზონს ატარებს და საწყის სამ ტურში გატანილი 4 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია, სულ კი გუნდის მიერ გატანილი გოლების (9 გოლი) თითქმის ნახევარი (0,44 პროცენტი) მის ანგარიშზეა.