საფრანგეთში სადისციპლინო კომიტეტმა დღეს ოთია გიორგაძის საკითხი განიხილა და ხუთი კვირით დასაჯა. ქართველი რვა ნომერი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (ProD2) მე-17 ტურში მსაჯმა სახიფათო თამაშისთვის (მეტოქეზე იდაყვით მისვლა) წითელი ბარათით დასაჯა.
გიორგაძემ მატჩი „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეხუთე წუთზე „ბიარიცს“ ლელოც დაუდო, მაგრამ მატჩის მე-14 წუთზე კონტაქტისას მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში, „ბრივმა“ 36:26 მოიგო.
გორგაძეს თამაში 25 თებერვლამდე აუკრძალეს და საქართველოს ნაკრებს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ორ თამაშს „ბორჯღალოსნები“ რუმინეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.