ოთარ კობახიძე „სიონში“ ითამაშებს #1TVSPORT
ოთარ კობახიძე „სიონში“ ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გორის „დილა“ „სიონს“ უმასპინძლებს. „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გასამართი შეხვედრაში, შესაძლოა, ბოლნისელებს ახალწვეული დაეხმაროს.

გორის „დილასთან“ მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ „სიონმა“ 26 წლის ნახევარმცველი დაიმატა, რომელიც ბოლოს „სამტერდიაში“ თამაშობდა.

„26 წლის ნახევარმცველი ოთარ კობახიძე „სიონში“ ითამაშებს. კობახიძემ კლუბთან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. იგი 39-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს“,- წერია „სიონის“ გავრცელებულ ცნობაში.

კობახიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ბოლნისური კლუბის მაისური მან პირველად 2015-2017 წლებში მოირგო, ეროვნულ ლიგაში კი – 33-ჯერ და 7 გოლი გაიტანა. ასევე უთამაშია „შევარდენში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“.