ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ახალი გუნდის, გრაცის „შტურმის“ ფორმა პირველად გასვლით შეხვედრაში მოირგო.
„შტურმი“ „სანკტ-პელტენს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. კიტეიშვილი კი მოედანზე 68-ე წუთზე ლუკას გროზურეკის ნაცვლად გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა „შტურმთან“ 4-წლიანი კონტრაქტი ივლისში გააფორმა. ამის მიუხედავად, გუნდის განაცხადში არ იყო და სამუშაო ვიზას ელოდა. ეს პრობლემა კი „სანკტ-პელტენთან“ მატჩამდე მოგვარდა.