ოთარ კიტეიშვილმა „შტურმში“ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმს“ „ჰარტბერგთან“ გასვლითი მატჩი მოაგებინა – 1:0.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „შტურმის“ მწვრთნელმა „პანათინაიკოსთან“ ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე 54-ე წუთზე შეუშვა.
კიტეიშვილმა მე-80 წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა, გუნდს სამი ქულა მოუტანა, 8.4 ქულა დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი ნახცევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა შორისაა.
„შტურმი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.