ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი კარიერას გრაცის „შტურმში“ გააგრძელებს.
„ავსტრიის ბუნდელსიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამის შესახებ კომენტარი „შტურმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა გააკეთა: „ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდის ლიდერი და გამორჩეული მოთამაშეა. ის ცენტრალურ ნახევარდაცვაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მას გადაწყვეტილების მისაღებად დრო მივეცით, ახლა კი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვეთ. ასევე დარწმუნებულები ვართ, გუნდისთვის მას ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია“.