ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ლიგაზე „რეინჯერსს“ გაუტანა #1TVSPORT

23:45, 02.10.2025

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპის ლიგაზე შოტლანდიურ „რეინჯერსს“ მასპინძლობს.

პირველი ტაიმის შემდეგ ავსტრიული გუნდი 2:0-ს იგებს. პირველი გოლი მე-7 წუთზე ჰორვატმა გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა კიტეიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მსგავსი