ოთარ კიტეიშვილმა და გიზი მამაგეიშვილმა ავსტრიის თასზე გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გიზი მამაგეიშვილთან ერთად „შტურმს“ ავსტრიის თასზე „ვოიცბერგთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 4:1.
„შტურმის“ ლიდერმა ბოლოს 21 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურ „ჰართსთან“ ითამაშა, მერე კი ტრავმის გამო თითქმის ორი თვე გუნდს ვერ ეხმარებოდა.
თასის მატჩში კიტეიშვილი და მამაგეიშვილი მოედანზე შეცვლაზე შევიდნენ. 70-ე წუთზე მამაგეიშვილმა მასპინძლებს მესამე გოლი გაუტანა, 87-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში კიტეიშვილმა დააფიქსირა.