ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ისევ დამარცხდა - ქართველი ნახევარმცველის გუნდს ამჯერად კონკურენტმა „ჰარტბერგმა“ მოუგო
ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის ეს მატჩი გრაცის „მერკური არენაზე“ გაიმართა. „შტურმმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და მეოთხე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს უკვე 1:3-ს აგებდა, ბოლო წუთზე კი კიდევ ერთი გოლი გაუშვა და 1:4 წააგო.
ეს ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის გუნდის ზედიზედ მეექვსე წაგება იყო. ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ამჯერად საქართველოს ნაკრებში ნახევარმცველს გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
32 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 19 ქულით ფინალურ ექვსეულში ისევ ბოლო ადგილზეა და საჩემპიონო და ევროსაგზურის მოპოვების შანსი გადაწურული აქვს. ამ მატჩის შემდეგ „ჰარტბერგმა“ (27 ქულა) უკვე დიდი სხვაობით გაასწრო.