გრაცის „შტურმმა“ სეზონის განახლებისთვის მზადება 27 მოთამაშით დაიწყო. გუნდი მესენდორფის სასწავლო ცენტრშია, სადაც მას ქართველი შემტევი ოთარ კიტეიშვილი შეუერთდა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილსერმა პირველ ამხანაგური შეხვედრა 13 იანვარს დაგეგმა, 16-27 იანვარს კი „შტურმი“ თურქეთში მოემზადება, სადაც მზადებას 26 იანვარს ბათუმის „დინამოსთან“ დაპირისპირებით დაასრულებს.

გრაცის „შტურმის“ მატჩების გრაფიკი:
13 იანვარი
გრაცის „შტურმი“ — „მურა“
18 იანვარი
გრაცის „შტურმი“ — „ვადუცი“
21 იანვარი
გრაცის „შტურმი“ — პლოცკის „ვისლა“
21 იანვარი
გრაცის „შტურმი“ — „ვოზდოვაცი“
26 იანვარი
გრაცის „შტურმი“ — „ბაჩკა ტოპოლა“
26 იანვარი
გრაცის „შტურმი“ — ბათუმის „დინამო“