ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის მფლობელი გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ფინალში ვენის „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა. კიტეიშვილმა რამდენჯერმე სცადა შეტევის განვითარება, მაგრამ ფინალში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება ვერ მოახერხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 64-ე წუთზე კიტეიშვილმა მეკარესთან პირისპირ ემანუელ ემეგა დატოვა, თუმცა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა ბურთი მიზანს ააცილა.
„შტურმმა“ გოლი მალე გაიტანა, მატჩის გმირი მანპრიტ სარკარია გახდა, რომელმაც 66-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის დროს კარგად ითამაშა და ძლიერი დარტყმით „რაპიდის“ კარი აიღო. 94-ე წუთზე კი გრაცელების კიდევ ერთი შეტევა დააგვირგვინა, რითიც გუნდს ტიტული მოუტანა.