ოთარ კიტეიშვილი - ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ევრო 2024-ისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. საწვრთნელ შეკრებასთან და გუნდში არსებულ განწყობასთან დაკავშირებით კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

„შეკრება კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. მოთამაშეთა ნაწილი შემოგვიერთდა და ამ კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.

გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე, თითეულ ვარჯიშზე ყველა ძალიან მოტივირებულია.

გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ საჭიროა, ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.