ოთარ კიტეიშვილი - ყოველდღე ვმუშაობ, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყო #1TVSPORT
გიბრალტარის ნაკრებთან მოგებული (4:0) მატჩი მნიშვნელოვანი იყო ოთარ კიტეიშვილისთვის – გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მესამე საგოლე შეტევა განავითარა.
„ნაკრებში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე საუბარი რთულია. ყოველ დღე ვცდილობ მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყო“, – განაცხადა გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა.
კიტეიშვილმა თამაშიც შეაფასა:
„რაც შეეხება მატჩს, მნიშვნელოვანია, სწრაფი გოლი რომ გავიტანეთ. ამან საქმე გაგვიმარტივა. თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. შემდეგი 3 მატჩი გადამწყვეტი იქნება, რადგან უშუალო კონკურენტებს შევხვდებით და იმედია წარმატებას მივაღწევთ“.