ოთარ კიტეიშვილი - „შტურმში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ და მოხარული ვარ, რომ ახალ კონტრაქტს ხელი მოვაწერე #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა გრაცის „შტურმთან“ კონტრატის გახანგრძლივებაზე. ავსტრიის ჩემპიონის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
„გასული სეზონში შესრულებული დუბლი (ჩემპიონობა + თასი) „შტურმში“ ჩემი ყოფნის მთავარი მიღწევა გახდა. ყველამ იცის, რამდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს კლუბში და აქ არსებულ გარემოს რამდენად ვაფასებ. ამიტომ მოხარული ვარ, ჩვენი სამომავლო ურთიერთობები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რომ გავარკვიე და კონტრაქტს ხელი მოვაწერე“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
„შტურმის“ ოფიციალურ განცხადებამდე, კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ „ჯეო თიმი“ იუწყებოდა, რომ შეთანხმება შეიცავს პუნქტს წასვლის შესახებ. პოპულარული პორტალი წერდა, რომ ცვლილებები ზაფხულში გამორიცხული არ არის, რადგან 28 წლის ფეხბურთელს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე უფრო დიიდ კლუბების ყურადღება მიიპყროს.
თუმცა, ერთი რამ ცხადია: წასვლის შემთხვევაში გრაცის „შტურმი“ საკმაოდ სოლიდურ სატრანსფერო თანხას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სეზიონის დასრულების შემდეგ გერმანულმა სამენეჯრო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო შეფასება 3-დან 5 მილიონ ევრომდე გაზარდა.