ოთარ კიტეიშვილი საერთაშორისო ვებგვერდმა აღიარა - ქართველი ავსტრიაში ტურის მოთამაშეა
ოთარ კიტეიშვილი საერთაშორისო ვებგვერდმა აღიარა - ქართველი ავსტრიაში ტურის მოთამაშეა

ფეხბურთის სტატისტიკის საერთაშორისო ინერნეტპორტალმასოფასკორმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ყველაზე მაღალი შეფასება ოთარ კიტეიშვილს დაუწერა – ათბალიანი სისტემით 9,5 ქულა.

მსგავსი შეფასება ფეხბურთში ძალიან იშვიათია, რაც გრაცის „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო ტურში ჩატარებული მშვენიერი თამაშით დაიმსახურა. მისმა გუნდმა „ტიროლი“ 2:0 დაამარცხა. კიტეიშვილმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა და 58-ე წუთზე მეტოქის კარი თავადაც აიღო.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე „სოფასკორმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

„მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსული „ტიროლი“ შესანიშნავად მოთამაშე ქართველის შეჩერებას ვერ ახერხებდა. სტუმართა მწვრთნელმა მის გასანეიტრალებლად სამი შეცვლა გამოიყენა, კიტეიშვილი კი კარისკენ მაინც დაუბრკოლებლად მიიწევდა“, – წერს გამოცემა spox.com, რომელმაც ამ მატჩზე სტატია ასე დაასათაურა – „კიტეიშვილის შოუ“.