ოთარ კიტეიშვილი - „რაპიდთან“ თასის ფინალში გამარჯვებამ „შტურმის“ ძლიერი ხასიათი აჩვენა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - „რაპიდთან“ თასის ფინალში გამარჯვებამ „შტურმის“ ძლიერი ხასიათი აჩვენა #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასის ფინალში ვენის „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეშვიდედ დაეუფლა.

მატჩის შემდეგ გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა და ფეხბურთელებმა – ოთარ კიტეიშვილმა და დევიდ აფენგრუბერმა თამაში შეაფასეს.

კრისტიან ილცერი: „ეს იყო შესანიშნავი თამაში მშვენიერ გარემოში. პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე ჩემი ფეხბურთელების განწყობა რომ დავინახე, მივხვდი, რომ ტიტულს არ დავთმობდით. მეორე ნახევარში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

ოთარ კიტეიშვილი„როდესაც ფინალური შეხვედრას აგებ, რთულია, თამაში შემოატრიალო, მაგრამ ეს შევძელით, რაც ჩვენს ძლიერ ხასიათსა და მენტალიტეტზე მიუთითებს. ვულოცავ „შტურმის“ მთელ გუნდსა და გულშემატკივრებს, მშვენიერი დღე იყო“.

დევიდ აფენგრუბერი: „პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ და ამის გამო გასახდელში ცოტა დაძაბულობა იყო, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და „რაპიდს“ შანსი არ დავუტოვეთ. მიხარია, რომ თასი ზედიზედ მეორედ მოვიგეთ. იმედი მაქვს, კვირას ჩემპიონატშიც წარმატებით ვითამაშებთ და „ჰარტბერგსაც“ დავამარცხებთ“.