ოთარ კიტეიშვილი კაპიტნის რანგში პირველ თამაშზე - პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა კაპიტნის სამკლავურით პირველი მატჩი ითამაშა. მან სომხეთში 3:0 მოგების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო. სანამ თამაში დაიწყებოდა, ცოტა ეიფორიაშიც ვიყავი, მაგრამ შემდეგ უკვე თამაშზე ვკონცენტრირდი.
მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.