ოთარ კიტეიშვილი "დინამოდან" წასვლაზე - დგება მომენტი, როდესაც ნაბიჯი წინ უნდა გადადგა
ოთარ კიტეიშვილი "დინამოდან" წასვლაზე - დგება მომენტი, როდესაც ნაბიჯი წინ უნდა გადადგა

ოთარ კიტეიშვილი, რომელიც გრაცის „შტურმში“ ჩაირიცხა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თბილისის „დინამოს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა.

„თბილისის „დინამოში“ 3.5 წელიწადი გავატარე – ესაა კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ ამ კლუბში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა. ვთვლი, რომ ჩემთვის ეს მომენტი ახლა დადგა. „დინამოში“ ყოფნის მანძილზე იყო იმედგაცრუებაც და იყო დიდი სიხარულიც და ტიტულები – ეს ყველაფერი მუდამ დარჩება ჩემს გულში. მადლობა გუნდს კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას ხელმძღვანელობით, რომელსაც ჩემი იმედი მუდამ ჰქონდა. ასევე ყველა იმ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და გუნდის პერსონალს, რომელთა დამსახურებაცაა ყოველი წარმატება. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა „დინამოს“ გულშემატკივარს, რომელიც მუდამ ამხნევებს დინამოს და ყოველთის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და სიყვარულს. ვამაყობ, რომ „დინამოში“ ვთამაშობდი და ამ დიდი გუნდის კაპიტანი ვიყავი“ – წერს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ბოლო 2 წელი თბილისელთა კაპიტანი გახლდათ.