ოთარ კიტეიშვილი - დანიამ უნდა დაინახოს, რომ მოსაგებად ვიბრძვით
ოთარ კიტეიშვილი - დანიამ უნდა დაინახოს, რომ მოსაგებად ვიბრძვით

დანიელებმა უნდა დაინახონ, რომ საფრთხის შექმნა საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია, – ამის შესახებ ოთარ კიტეიშვილმა „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი მედიასთან შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან ერთად გამოცხადდა და არ დამალა, რომ ხვალ, „ევრო2020“-ის შესარჩევ ციკლის მატჩში დანიასთან აგრესიული ფეხბურთის მომხრეა.

„დანიის ნაკრები მაღალი დონის გუნდია. პირველი შეხვედრა 1:5 წავაგეთ. ჩემი აზრით, რომ არა მთავარი არბიტრის შეცდომები, ასეთი შედეგი არ დაფიქსირდებოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ჩემი აზრით, დანიელებს დაცვაში არ უნდა ჩავუჯდეთ და ის შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რაც ჩვენ შეგვიძლია. მეტოქემ უნდა დაინახოს, რომ საფრთხის შექმნა შეგვიძლია, თამამად ვუტევთ და მოსაგებად ვიბრძვით“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო-არენაზე“ დანიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.